ჩინეთის მოქალაქემ, სახელად იუე ლიმ დიდ კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა და წარმატებულ კარიერას შედარებით დაბალანაზღაურებადი სამუშაო არჩია. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.
ლიმ თითქმის 20 წელი იმუშავა პეკინში, უძრავი ქონების სააგენტოში. ერთ დღესაც კი მან იგრძნო, რომ სამსახური ზედმეტად დამღლელი და სტრესული გახდა – სამუშაო დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, სამსახური დაეტოვებინა და სრულიად სხვა ცხოვრების წესი აერჩია.
მალევე ის დასაქმდა თევზების კვების ბაზაზე ინსპექტორად, რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიტოვებულ კუნძულ დონძიზეა განთავსებული. ქალის მოვალეობაა ბაზის აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, წყლის ტემპერატურის გაზომვა და თევზის ზრდაზე დაკვირვება.
ამჟამად ლი თვეში დაახლოებით 3 000 იუანს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თანამდებობა და შესაბამისი ანაზღაურება დატოვა, თავის გადაწყვეტილებას საერთოდ არ ნანობს და ახალი, მშვიდი ცხოვრების წესით კმაყოფილია.