LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი შეყვარებულის ხვრინვის დახმარებით გამდიდრდა

129
2332454

მექსიკაში მცხოვრებმა Tiktok-ის მომხმარებელმა შეყვარებულის ხვრინვის დამსახურებით საკმაოდ დიდი ფული გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია გოგონამ თავის გვერდზე გაავრცელა.

26 წლის ანა მალფერმა და მისმა მეორე ნახევარმა, 33 წლის ლუისმა თანაცხოვრება ერთი წლის წინ დაიწყეს. კაცის ხმამაღალი ხვრინვის გამო ანა დიდი ხანი უძილობით იტანჯებოდა. ლუისს არ სჯეროდა, რომ ასე ხმამაღლა ხვრინავდა. იმისათვის, რომ დაემტკიცებინა თუ რამდენად წარმოუდგენელი იყო მის გვერდით ძილი, გოგონამ ღამის „ჰანგების“ ჩაწერა დაიწყო.

როდესაც კაცმა ვიდეოჩანაწერს მოუსმინა, ეს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა და ამის შემდეგ წყვილმა ჩანაწერის Spotify-ზე ატვირთვა გადაწყვიტა.

თავის გვერდს მათ Snoring Machine (მხვრინავი მანქანა) დაარქვეს და რამდენიმე „კომპოზიცია“ დადეს. აღმოჩნდა, რომ ხვრინვა პლატფორმაზე ბევრს მოეწონა და მექსიკელებმა ათასობით ნახვა დააგროვეს. მსმენელთა შორის ძირითადად – მექსიკის, აშშ-ს და იაპონიის წარმომადგენლები არიან. ანა კი ყოველი მოსმენისთვის ფულს იღებს და შემოსავალი ყოველთვიურად ეზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები