LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ონლაინ კურსი TikTok-ში

119
Screenshot 2024-03-21 114350

ჰელსინკის მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაიწყო ახალი კურსი, რომელიც მხოლოდ tikTok-ში იქნება ხელმისაწვდომი.

კურსი „იდეიდან ბიზნესამდე“ 14 ვიდეოსგან შედგება. ეს ვიდეოები საკმაოდ მხიარულ ფორმატშია გადაღებული და ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი იდეის პროდუქტად ან სერვისად ქცევის პროცესი და შემდეგ უკვე გაყიდვა.

ლექციების გარდა, სტუდენტებს საშინაო დავალებების შესრულება და ერთმანეთთან კომენტარებში კომუნიკაციაც მოუწევთ.

როგორც უნივერსიტეტი აღნიშნავს, TikTok ახალგაზრდობისთვის მთავარ საინფორმაციო არხადაა ქცეული. იმისათვის, რომ სტუდენტებმა სოც-ქსელი არამხოლოდ გასართობად არამედ გარკვეული სარგებლის მისაღებადაც „სქროლონ“, ლექციების ამ პლატფორმაზე გადატანა გადაწყდა.

უნივერსიტეტი აპირებს, რომ მომავალში TikTok-ში სხვა შემეცნებითი პროგრამებიც დაამატოს.

კურსი გახდა პირველი მსოფლიოში, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი მხოლოდ TikTok-ში ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები