LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა 106 წლის იუბილე დისნეილენდში აღნიშნა

116
106-year-old-woman-celebrates-di

106 წლის ამერიკელმა ქალმა დაბადების დღე დისნეილენდში აღნიშნა. ამის შესახებ People წერს.

ფლორიდას შტატის ერთ-ერთი უხუცესი მაცხოვრებელი, მაგნოლია ჯექსონი პოპულარული გასართობი პარკის მონახულებაზე დიდი ხანი ოცნებობდა და ეს სურვილი 106 წლის იუბილეზე აიხდინა. ჯექსონს უყვარს ყველაფერი, რაც „დისნეის“ ჯადოსნურ სამყაროს უკავშირდება და ეს სიყვარული მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე მიკი მაუსის გამოსვლა ნახა.

ქალის უჩვეულო გატაცების შესახებ გაიგეს დისნეილენდის წარმომადგენლებმა და მისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტეს. ჯექსონი პარკში მიიყვანეს, სადაც ულამაზესად გაფორმებული სივრცე, უზარმაზარი სადღესასწაულო ტორტი და დისნეის გმირები დაახვედრეს.

ქალს აჩუქეს გვირგვინიც, რომელსაც ის ზეიმის დროს ამაყად ატარებდა. იუბილარმა მსახიობებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები