LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მეხანძრის გასაცნობად ხანძრის გაჩენა ორჯერ სცადა

109
ქალმა მეხანძრის გასაცნობად ხანძრის გაჩენა ორჯერ სცადა

საბერძნეთში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც მეხანძრესთან გაცნობა უჩვეულო გზით სცადა. ამის შესახებ News 18 წერს.

44 წლის ქალმა ტყეში ხანძრის გაჩენა სცადა, თანაც ორჯერ, 24 და 25 აგვისტოს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას მეხანძრის ყურადღების მიქცევა და მასთან ფლირტი სურდა. ცეცხლმა საბედნიეროდ, მხოლოდ მცირე მონაკვეთი დააზიანა და ორივე შემთხვევაში მალევე ჩააქრეს. ოპერატიული რეაგირების დამსახურებით არავინ დაზარალებულა.

ქალი 1000 ევროთი დააჯარიმეს და თუკი დანაშაულს ის მომავალშიც გაიმეორებს მაშინ უკვე ციხეს ვეღარ გადაურჩება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები