დანიამ გრენლანდიის გამო ტრამპთან კონფლიქტის ფონზე გერბი შეცვალა, წერს The Guardian-ი.
დანიის მეფე ფრედერიკ X ქვეყნის გერბი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეცვალა. მიზეზი გრენლანდიასთან დაკავშირებული კონფლიქტია და ახალ გერბზე თეთრი დათვი და ცხვარი, რომელიც გრენლანდიის სიმბოლოდ აღიქმება, უფრო შესამჩნევია.
როგორც The guardian ირწმუნება, ეს ნაბიჯი უკავშირდება კუნძულის გარშემო წარმოქმნილ დაძაბულობას, რომელიც მიუხედავად ავტონომიისა მაინც დანიის ნაწილად მიიჩნევა.
1953 წლამდე გრენლანდია დანიის კოლონია იყო, 2009 წლიდან რეფერენდუმების შემდეგ მან დამოუკიდებლობის უფლება მიიღო და დანიის თვითმართვავ ტერიტორიად დარჩა. 2023 წელს გრენლანდიის ხელისუფლებამ კონსტიტუციის პირველი პროექტი წარადგინა, რამაც მის მომავალთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
კონფლიქტი უფრო გამწვავდა 2024 წლის დეკემბერში, როცა ტრამპმა კუნძულის შეძენის სურვილი გამოთქვა.
პასუხად, 1-ელ იანვარს დანიის მეფემ ახალი გერბი დაამტკიცა.