LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მოწყენილობისგან 150 ათასი დოლარი მოიგო

125
150K-150K-Extreme-Yeyo-web

აშშ-ში მერილენდის შტატის მკვიდრმა ლატარიის ბილეთი შეიძინა და 150 ათასი დოლარი მოიგო. როგორც Maryland Lottery-ის ოფიციალური საიტი წერს, ამერიკელი სამსახურში ძალიან მოწყენილი იყო და ბილეთის ყიდვაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

ქალი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, პროდუქტის მაღაზიაში მუშაობს. როგორც წესი, ლატარიას ის არასდროს თამაშობს, თუმცა იმ დღეს მყიდველები თითქმის არ იყვნენ. ძალიან მოიწყინა და გადაწყვიტა რამდენიმე ბილეთი აეღო ბედის გამოსაცდელად. პირველმა ორმა ბილეთმა ვერაფერი მოიგო, ქალმაც საბოლოოდ მესამის ყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ეს გახდა მისი გამდიდრების მიზეზი.

„თავიდან ვიფიქრე, რომ 50 დოლარი მოვიგე, თუმცა აღმოჩნდა რომ მოგება 150 ათასი იყო. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს შეუძლებელი იყოს“, – იხსენებს ამაღელვებელ მოგონებებს გამყიდველი.

ქალს იმდენად არ სჯეროდა თავისი ბედნიერების, რომ ბილეთის შემოწმება კოლეგასაც სთხოვა. შემდეგ მეუღლეს დაურეკა და სასიამოვნო სიახლე ახარა.

თუ რაში დახარჯავს მოგებულ თანხას, ქალს ჯერ არ გადაუწყვეტია, ამიტომ მანამდე ფულს ბანკში შეინახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები