LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ქმრის ღალატი თუთიყუშის დახმარებით გაიგო

143
Screenshot 2023-05-09 121534

ვიეტნამის მკვიდრმა ქმრის ღალატის შესახებ თუთიყუშის დახმარებით გაიგო. ჭკვიანი შინაური ფრინველის ისტორიას The Thaiger ავრცელებს.

ვიეტნამელ ოჯახს ავეჯის ბიზნესი ჰქონდა. კარგმა მატერიალურმა შესაძლებლობამ მამაკაცს იმის საშუალება მისცა, რომ მეტი დაესვენა. თავისუფალ დროს ის სახლის სახურავზე ატარებდა, მცენარეებს ზრდიდა და თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლიდა.

ოჯახმა დამხმარე ქალიც აიყვანა, რომელიც მათთან ერთად, თუმცა ცალკე ოთახში ცხოვრობდა. რამდენიმე თვეში ქალმა შეამჩნია, რომ ქმარი უცნაურად იქცეოდა. ერთ დღესაც კი თუთიყუშმა სექსუალური შინაარსის სიტყვების წამოძახილი დაიწყო. ვიეტნამელი მიხვდა, რომ ქმარს დამხმარე ქალთან ჰქონდა რომანი და თუთიყუში სწორედ მათ იმიტაციას ცდილობდა.

ქმრის გამოსაჭერად ცოლმა ფარული კამერა დააყენა და სამწუხაროდ, მისი ეჭვები მალევე გამართლდა.

შეურაცხყოფილმა ცოლმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ქმრის ღალატის დასადასტურებლად ფარული ჩანაწერებიც წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები