ამერიკელი ქალი 82 წლის გახდა და მეორე დღეს ბაკალავრის დიპლომი აიღო. WFTV-ის ინფორმაციით, მეი ბილიმ დაამტკიცა, რომ ახალი პროფესიის ასარჩევად გვიანი არასდროსაა.
ქალი წლების განმავლობაში მედდად მუშაობდა, ერთ დღესაც კი გადაწყვიტა რომ საავადმყოფოში მუშაობა აღარ სურდა და ბიზნესის მენეჯმენტი აინტერესებდა. მეის ბევრი არ უფიქრია და მალევე სტუდენტი გახდა, ამ დროს ის უკვე 70 წელს იყო გადაცილებული.
„თავს ძალიან ბედნიერად, ენერგიულად და მხნედ ვგრძნობ. როდესაც მისიას შეასრულებ თავში მხოლოდ პოზიტიური ფიქრები მოგდის.“ განაცხადა 82 წლის სტუდენტმა და ისიც დაამატა რომ , – „არასდროს მისცეთ ხალხს თქვენს ცხოვრებაში ჩარევის უფლება, რადგან მათ ყოველთვის სურთ მიგითითონ თუ რა, როგორ და როდის უნდა გააკეთოთ. არადა თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენია!“