LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა უნივერსიტეტი ჩაბარებიდან 70 წლის შემდეგ დაასრულა

112
COV7FE5XZ5DDTKTXY2P5QGDJCA

91 წლის ქალმა უნივერსიტეტი სწავლის დაწყებიდან 70 წლის შემდეგ დაამთავრა. ამის შესახებ First Alert 4 წერს.

ამერიკელი მერი ელენ ფოული ფილოლოგიის განხრით მისურის უნივერსიტეტში 1950 წელს ჩაირიცხა. 5 წლის შემდეგ ის დაქორწინდა და საცხოვრებელი შეიცვალა.

მერის დიპლომის ასაღებად სულ რამდენიმე გამოცდა უნდა ჩაებარებინა, თუმცა ამ დროს აღმოაჩინა რომ ორსულად იყო. ქალს უნივერსიტეტის მიტოვება მოუწია, რათა შვილები გაეზარდა. 1970-იან წლებში თავიდან გადაწყვიტა ჩაბარება, თუმცა აღმოაჩინა რომ სტუდენტების მიმართ მოთხოვნები იყო შეცვლილი.

აპრილში მერიმ შვილიშვილს უთხრა, რომ უმაღლესი განათლების მიღება მისი ოცნება იყო იმ შემთხვევაშიც კი თუკი სპეციალობა სხვა იქნებოდა. მისი ძველი ნიშნების ნახვის შემდეგ აკადემიურმა კონსულტანტმა ქალს უთხრა, რომ ზოგადი კვლევების განხრით ხარისხის მისაღებად სრულებით საკმარისი ქულები ჰქონდა.

მერი ელენს სასიხარულო ინფორმაცია საყვარელი მეუღლის ჩარზლის დაბადების დღეზე ამცნეს. სამწუხაროდ, ჩარლზი მარტის თვეში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები