LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და დაქორწინება აიძულა

127
7576

ინდოეთში, 27 წლის გოგონამ ყოფილი პარტნიორი გაიტაცა და თავის თავზე დაქორწინება აიძულა. უჩვეულო ისტორიას DT Next ავრცელებს.

მოძალადე პატარძალს, სახელად საუნდარიას და 31 წლის პარტიბანს რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილი 2022 წლის ბოლოსთვის დაშორდა. დაშორების შემდეგ მამაკაცი ყოფილ შეყვარებულს შეურიგდა და მასზე იქორწინა კიდეც.

ყოფილი ბოიფრენდის ქორწილის გაგების შემდეგ გოგონა გაცეცხლდა და მისი გატაცება გადაწყვიტა. დედასთან, ბიძაშვილთან და ბიძასთან ერთად საუნდარია ყოფილს სახლთან დახვდა და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა. გატაცებას შეესწრო ბიჭის დედა, თუმცა თავდამსხმელებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მოგვიანებით პოლიციას სწორედ მან მიმართა.

სანამ პოლიცია საქმეში გაერკვეოდა, გამტაცებლებმა ქორწილის გამართვაც მოასწრეს. მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, მაყარი დააპატიმრეს და სასიძო გაუშვეს.

გამოძიება გრძელდება და უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესიცაა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები