LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ყოფილს დაშორების შემდეგ 12 ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა

116
BB1kGE8c.img

ბრიტანეთში გაიმართა სასამართლო პროცესი ქალის, რომელიც დაშორების შემდეგ ყოფილ შეყვარებულს ატერორებდა, ყოველდღიურად ასობით ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიდა და ამდენჯერვე ურეკავდა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ესპანელმა ემილიო აგუერომ, რომელიც მანჩესტერში ცხოვრობს, სარჩელი 29 წლის ჰოუპ შიკის წინააღმდეგ შეიტანა. ჰოუპთან ემილიოს წარსულში რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. მამაკაცმა ქალთან დაშორება იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღარ უყვარდა. ამის შემდეგ ქალმა აუარებელი შეტყობინებებითა და ზარებით მისი დატერორება დაიწყო.

ერთ-ერთ დღეს ბრიტანელმა ყოფილ ბოიფრენდს 12 განსხვავებული ნომრიდან 100-ჯერ დაურეკა და ურთიერთობის აღდგენა მოითხოვა. დევნა 2 თვე გრძელდებოდა. შედეგად აგუერომ ზარებისთვის პასუხის გაცემა შეწყვიტა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „მე დანა მაქვს. მოგკლავ. უნდა გნახო!“

აგუერომ დასახმარებლად პოლიციას მიმართა. კაცი უკვე სერიოზულ შიშში ცხოვრობდა და სახლის დატოვებაც კი აშინებდა.

სასამართლომ ქალი დამნაშავედ ცნო. მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და ფსიქოლოგიური მკურნალობის გავლაც დაავალეს. ამასთან, ყოფილთან ყველანაირი კონტაქტიც აუკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები