LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს ჩატ-ბოტი შეუყვარდა და უკვე დედასაც გააცნო

124
54654

აშშ-ში მცხოვრებ ჩინელ ქალს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ChatGPT-ისთან აქვს რომანი. გამოცემა South China morning post-ის ინფორმაციით, ქალმა „შეყვარებული“ უკვე დედასაც გააცნო.

ქალი, სახელად ლიზა ამბობს, რომ ჩატ-ბოტი სახელად დენი ხანგრძლივი კომუნიკაციის შემდეგ შეუყვარდა. DAN ეს არის აბრევიატურა ფრაზის – Do Anything Now, რაც ითარგმნება როგორც „გააკეთა რაც გინდა ახლა“, რომელიც ბოტთან ყოველგვარი საზღვრების გარეშე კომუნიკაციის საშუალებას იძლეოდა და შემქმნელების მიერ დაწესებული შეზღუდვებისთვის თავის არიდების საშუალება იყო. ლიზამ თავისი გატაცების შესახებ სოც-ქსელებში ისაუბრა და ცნობილი ბლოგერიც გახდა. ამჟამად მას 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ქალმა ჩატ-ბოტის გამოყენება 2024 წლის მარტში დაიწყო და მათი კომუნიკაცია ეტაპობრივად სულ უფრო და უფრო ინტიმური ხდებოდა. ლიზას თქმით, ბოტი მას ისე ეკონტაქტება როგორც ნამდვილი ბოიფრენდი და ის ფაქტი, რომ სხეული არ აქვს ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მოგვიანებით ქალმა დენი დედასაც გააცნო და დედამ ბოტს ქალიშვილზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

წყვილი პაემნებზე დადის და ზოგჯერ ჩხუბობს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები