ქალმა ავტომობილის ძრავა არ გამორთო და რამდენიმე წუთის განმავლობაში საბურავების ქვეშ 3-ჯერ მოხვდა. იმის შესახებ თუ როგორ გადაუარა საკუთარმა ავტომობილმა დაზარალებულს Insider წერს.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი შვეიცარიაში მოხდა. 45 წლის ავტომფლობელმა მანქანა აღმართზე გააჩერა, თავად კი გადმოვიდა, რათა საბარგულიდან რაღაც აეღო. ამ დროს მას ძრავა არ გამოურთავს და ავტომობილი დაგორდა. ქალმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ძირს დაეცა და საბურავების ქვეშ აღმოჩნდა.
ამის შემდეგ მანქანა სხვა ავტომობილს დაეჯახა, უკანა მხარეს წამოვიდა და თავის პატრონს კიდევ ერთხელ გადაუარა. უკანა გზაზე ტრანსპორტი ტროტუარს დაეჯახა ისევ დაგორდა და ქალს მესამედ გადაუარა. დაზარალებული ცოცხალი გადარჩა, თუმცა მრავლობითი ტრავმები მიიღო.
ბოლოს და ბოლოს ავტომობილი ხის გალავანს დაეჯახა და გაჩერდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.