LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარელის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს: ამისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯა

63

შიდა გზების მშენებლობის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრო ქარელის მუნიციპალიტეტში, მოხისი-კოდა-ვარდისუბანის  5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, ადგილობრივები განახლებულ გზაზე კომფორტულად  იმგზავრებენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 300 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე სამუშაოები,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად,  რეგიონული განვითრებისა და ინფრასტუქტურის მინისტრმა, ზურამ ალავიძემ დაათვალიერა.

“ათეული წლების განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწესრიგებელი გზის გამო, გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. ახალ გზაზე ისინი კომფორტულად იმგზავრებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.