15 -16 მაისს „ქსოვრელებმა“ შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში კონცერტები გამართეს, რომელსაც უამრავი ქართველი ემიგრანტი დაესწრო.
კონცერტების შემდეგ „ქსოვრელების“ მომღერალმა გიორგი შოშიტაშვილმა ქართველ ემიგრანტებს სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა.
„მადლობისთვის სიტყვები არ მეყოფა, ვერც იმ ემოციებს დაიტევს ერთი ჩვეულებრივი ფურცელი, რაც ჩვენ ერთად ყოფნით განვიცადეთ სტოკჰოლმში![]()
ქართული სულის ზეიმი ნამდვილად მოვაწყვეთ, სითბო და სიყვარული ავაჟღერეთ. მადლობას გიხდით ყოველი წუთისთვის და იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენგან წამოვიღეთ.
„ქსოვრელების“ ორდღიანი კონცერტი რესტორანი Georgian House-ის კედლებში“, – წერს გიორგი შოშიტაშვილი.
სოციალურ ქსელში არ წყდება ქართველი ემიგრანტების მადლიერი სტატუსები.
„გიო, გაიხარე თქვენს ხალხს ახარებთ, თქვენი სიმღერებით,“
„გიო, შეუდარებელი ხარ, ყველა შენი სიმღერებით მიყვარხარ“,
„გაიხარეთ ქართველებო. ქართული ენა და სიმღერა მთელ მსოფლიოში უნდა ისმოდეს.“ – წერენ სოციალურ ქსელში.