LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა სომხეთში აღმართი დაძლიეს

37

საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სომხეთის ქალაქ ვედის შემოგარენში, აღმართის დაძლევაში კავკასიის თასის გათამაშების მესამე ეტაპი გაიმართა.

რბოლაში მონაწილეობა ორივე ქვეყნის პროფესიონალმა მრბოლელებმა მიიღეს. საქართველოს ინტერესებს 12 მრბოლელი იცავდა და მათ საპრიზო ადგილების დაკავება თითქმის ყველა კლასში მოახერხეს.

გამარჯვებულები სხვადასხვა კლასში გახდნენ: გოგა არჯევანიძე, ერმანიაზ ლუდვიგი, ლექსო მარღანია, შოთა ბაბილოძე და ზუკა ოძელაშვილი.

აღმართის დაძლევაში, კავკასიის თასის დასკვნითი ეტაპი 20 ნოემბერს, საქართველოში, დუშეთის ტერიტორიაზე გაიმართება.

კავკასიის თასის გათამაშებას საფუძველი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ ჩაუყარა.

წლევანდელი სეზონი ერთგვარი ტესტია ავტოსპორტის ამ სახეობისთვის, რომელიც პირდაპირ მორგებულია კავკასიის მთიან ლანდშაფტს, სადაც საინტერესო სარბოლო ტრასები დგება. პირველივე სეზონმა კავკასიის სხვა ქვეყნების ინტერესი გამოიწვია, რაც იმის გარანტიაა, რომ მომავალი სარბოლო სეზონიდან თასისთვის ბრძოლაში სხვა მეზობელი ქვეყნებიც ჩაერთვებიან. წელს, თასი ოთხეტაპიანია, ჩემპიონი ოთხივე ეტაპზე დაგროვილი ქულების ჯამით, წლის ბოლოს გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები