LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი და უკრაინელი ვარსკვლავები ერთმანეთს შეხვდებიან

59

20 მაისს, კიევში, საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო, მეგობრული და აქტიური სპორტული ურთიერთობის აღსანიშნავი შეხვედრა, ეროვნული ნაკრებების ლეგენდებს შორის, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი, საქართველოს სახელით, ოლიმპიურ სტადიონზე შემდეგი შემადგენლობით წარდგება: ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ნემსაძე, მიხეილ აშვეთია, ირაკლი ზოიძე, იოსებ გრიშიკაშვილი, გოგა გახოკიძე, გელა შეყილაძე, ლადო ბურდული, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ლომაია, დავით სირაძე, მამუკა მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე წარსდგებიან.
საფეხბურთო ლეგენდების მატჩი ყველა იმ ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. შეხვედრას კიევის მთავარ სტადიონზე გულშემატკივრებთან ერთად ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.


შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. ქართველ გულშემატკივარს მატჩის ხილვის საშუალება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები