ქართველმა მხატვარმა ეკა რუხაძე დიდ წარმატებას მიაღწია: იტალიაში მოიგო ლეონარდო და ვინჩის პრემია და მოხვდა 46 საუკეთესო მხატვარს შორის.
ქალბატონო ეკა, ფლორენციაში ხართ მიწვეული, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ღონისძიებაზე, რას ნიშნავს იყო 46 საუკეთესო მხატვარს შორის?
ეს ღონისძიება წელს უკვე მესამეა, სადაც ევროპულმა სამხატვრო საზოგადოებამ ჩემი ნამუშევრები შეიცნო. წლის დასაწყისში გამოიცა ორი კატალოგი – „წლის საუკეთესო მხატვარი“, ერთი რომში დაიბეჭდა, მეორე – პალერმოში.
მომავალი წლის დასაწყისში, ფლორენციაში, ხელოვნების საერთაშორისო თანამედროვე ჟურნალი გამოიცემა და ის მოიაზრებს, ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო პრიზის დაჯილდოებას. ღონისძიება 6 თებერვლისთვისაა დაგეგმილი და ამ მნიშვნელოვან პრიზზე ვარ ნომინირებული.