LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

53

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტის 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე  შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი,  2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.

ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონიოს დაგებისა და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია რომ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.

1466147832_1466147845_28_1ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისთვის და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან  აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან  სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა კი ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტს  აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209,852,079.67  ლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები