LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრაშ-ტესტების პროგრამაში მგზავრის მხრიდან შეჯახება ჩაამატეს

22

ამერიკის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) შეჯახების ტესტების პროგრამაში ახალი გამოცდა დაამატა. ის მცირე ბარიერთან ფრონტალურ შეჯახებას იმ მხრიდან ითვალისწინებს, სადაც წინა მგზავრი ზის.

ცდა იმაცე პირობებში ტარდება, როგორც მცირე ბარიერთან ფრონტალური შეჯახებისას. ავტომობილის სიჩქარე ამ დროს 64კმ/სთ-ს შეადგენს, ბარიერი კი მგზავრის მხარეს 25%-ით არის განთავსებული.

ახალი პროცედურა IIHS-მა მას შემდეგ დაამატა, რაც გაირკვა რომ ავტომწარმოებლები არც ისე კარგად ზრუნავენ წინა მგზავრის უსაფრთხოებაზე. ეს კი ავარიისას სერიოზულ შედეგებს იწვევს.

ინსტიტუტში უკვე ჩაატარეს ქრაშ-ტესტები მცირე ბარიერით მგზავრის მხარეს და მასში მონაწილეობა შემდეგმა მოდელებმა მიიღეს: Ford Fusion, Honda Accord, Lincoln MKZ, Subaru Legacy, Subaru Outbak, Hyundai Sonata, Mazda6, Nissan Altima, Toyota Camry, Volkswagen Jetta, Volkswagen Passat და Chevrolet Malibu.

შედეგების მიხედვით, ათი მოდელის გამოცდის შემდეგ, ოთხბალიანი შკალით, სამ ქულიანი შეფასება Volkswagen Jetta-მ მიიღო, ხოლო „პასატმა“ და „მალიბუმ“ ორ-ორი ქულა დაიმსახურეს. IIHS-ში აღნიშნავენ, რომ Chevrolet-ს სედანში წინა მგზავრი-მანეკენი ტესტისას ცენტრალურ კონსოლს თავით მიეჯახა ისე, რომ არც ფრონტალურმა და არც გვერდითა უსაფრთხოების ბალიშმა არ დაიცვა.

IIHS-მა მძღოლის მხრიდან მცირე ბარიერთან შეჯახების ტესტების ჩატარება 2012 წელს დაიწყო. პირველ ცდაში მონაწილეობა Audi A4-მა და Mercedes-Benz C კლასმა მიიღეს და ორივე მათგანი ტესტირებისას ჩავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები