LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსენია სობჩაკი – ”მე მიყვარს კირკოროვი”

56

პოპულარული ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ფილიპ კირკოროვს სიყვარულში გამოუტყდა. მან მომღერლის ფოტო სოც-ქსელში განათავსა და დასძინა, რომ ძალიან უყვარს ის.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთმა პოპულარულმა ჟურნალმა აპრილის თვის გარეკანისთვის პოპის მეფეს, ფილიპ კირკოროვს შავ-თეთრი ფოტოსესია მოუწყო, ხოლო ანონსისთვის სოც-ქსელში სესიიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

სწორედ ამით ისარგებლა ქსენია სობჩაკმაც და საყვარელი მეგობრის შავ–თეთრი ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსით ”აი ასეთი შესანიშნავი ფოტოსესია მოუწყვეს ჩემს მეგობარს, ფილიპ კირკოროვს. მე ის ძალიან მიყვარს და შესანიშნავ ვოკალისტად ვთვლი” – დააკომენტარა ტელეწამყვანმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები