ქურდი ტურისტები, რომლებიც ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან არიან წარმოშობით, ლოს-ანჯელესში ჩადიან და მილიონერების სახლებს ძარცვავენ. ამის შესახებ Daily Mail წერს.
როგორც გამოცემა აზუსტებს, აშშ-ს ქალაქში მძარცველები ჩილედან, ეკვადორიდან, კოლუმბიიდან და პერუდან ჩადიან. ეს ადამიანები ტურისტულ ვიზებს აფორმებენ, რათა შემდეგ კრიმინალური გეგმები განახორციელონ. მდიდარი ადამიანების სახლებიდან მოპარული ნივთები მოგვიანებით თავის ქვეყნებში გააქვთ.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ შექმნა სპეციალური ოპერატიული ჯგუფი, რომელიც ქურდ ტურისტებზე ინადირებს და მილიონერების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.