LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისიდან ბრატისლავის რეისი ემატება

110
503273962_1116324253860319_4039336472820446210_n

12 იანვრიდან ქუთაისის აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება: სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა.

Wizz Air ბრატისლავა-ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

ბრატისლავა ვენასა და ბუდაპეშტთან უმოკლეს დისტანციაზე მდებარეობს.

Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს.

2012 წელს, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები