LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტი რკინიგზას დაუკავშირდება?

29

იმისთვის რომ ქუთაისის აეროპორტის მუშაობა უფრო ეფექტური, მომსახურება კი კომფორტული გახდეს, შესაძლოა, აეროპორტამდე რკინიგზის ხაზი გაიყვანონ.

როგორც ფორტუნას ”საქართველოს რკინიგზიდან” აცნობეს, კომპანიამ ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი ”დოიჩე ბანკს” უკვე შეუკვეთა.

”დაწყებული გვაქვს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები. “დოიჩე ბანკს” ამასთან დაკავშირებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი შევუკვეთეთ. იდეის გარშემო მუშაობა მიდის, თუმცა რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით. ჯერ უნდა განვსაზღვროთ, ეს პროექტი რამდენად მომგებიანი და სწორია”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” “საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, უკვე არსებობს უაზროდ გაკეთებული თბილისის აეროპორტის რკინიგზის პროექტი, რომლის აშენებამდე არ არსებობდა არანაირი კვლევა და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, ამიტომ ქუთაისში ამ იდეის განხორციელებამდე, მისი ეფექტიანობა უნდა დადასტურდეს.

”უნდა განვსაზღვროთ თანხა, რა დაჯდება. სწორად უნდა დაიხარჯოს თანხა და არ უნდა გავაკეთოთ მორიგი თბილისის აეროპორტის პროექტი, სადაც 17 მილიონი ჰაერში გაისროლეს და აღნიშნული რკინიგზით კი ჯერ 17 მგზავრს არ უმგზავრია”, – განაცხადა ცაგურიამ.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები