მოგზაურობა სასიამოვნო მომენტებთან ერთად ზოგჯერ სტრესულ სიტუაციებსაც მოიცავს და ყველა ქვეყანაში ვიზიტი ერთნაირად ადვილი არ არის. გამოცდილმა მოგზაურმა ჰენრიკ ჯეპესენმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა თუ დასახლება მოიარა და ყველაზე რთული ქვეყნების რეიტინგიც შეადგინა.
რეიტინგის პირველ პოზიციას სირია იკავებს. ჰენრიკი ქვეყანას გასულ წელს სამოქალაქო ომის პერიოდში ეწვია და მისი თავგადასავალი არც თუ სასიამოვნო იყო.
მეორე ადგილს იემენი იკავებს. ულამაზეს ქვეყანაში შეღწევა პოლიტიკური დაძაბულობის გამო ძალიან რთულია და ჰენრიკს მართლაც დიდი ძალისხმევის დახარჯვა დასჭირდა.
ყველაზე რთულთა სამეულს საუდის არაბეთი ასრულებს. მოგზაურის გასაკვირად, ქვეყანაში შესაღწევად ტურისტული ვიზა უბრალოდ არ არსებობს და ერთადერთი გზა ბიზნეს ვიზიტია, რაც ასევე რთულად მოსაგვარებელია.
რთულ ქვეყანათა სიაში ასევე ლიბია, გვინეა, ანგოლა, თურქმენეთი, სუდანი და ნაურუც მოხვდნენ.