LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას: რეკომენდაციები როგორ უნდა იცხოვროს მამაკაცმა

137
Screenshot 2023-07-25 130708

ამერიკელმა სწავლულებმა, ჯანდაცვის საკითხების სპეციალისტის სიუან მაი ნგუენას ხელმძღვანელობით, გაარკვიეს, რომ დაბალი ფიზიკური აქტივობა, ნარკოტიკების მოხმარება და მოწევა ყველაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და სიკვდილის რისკს 30-45%-ით ზრდის.

სტრესი, ლოთობა, არაჯანსაღი დიეტა და ცუდი ძილი კი 20%-ით ზრდის.

საუბარია მამაკაცებზე.

არსებობს რიგი რეკომენდაციებისა, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობას უწყობს ხელს. პირველ რიგში სწორი და ჯანსაღი კვება. მნიშვნელოვანია, ზედმეტი არ იკვებოთ და დაიცვათ კვების რეჟიმი. ასევე არ უნდა დაივიწყოთ რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშებზე, საჭიროა სეირნობა სუფთა ჰაერზე. ძილის რეჟიმის დასაცავად და აღსადგენად საკმარისია ადრე დაწოლა (22:00 სთ) და ადრე ადგომა (დილის 5-6 სთ).

უარი უნდა თქვათ მოწევასა და დიდი ოდენობით ალკოჰოლზე. განსაკუთრებული როლი ენიჭება პოზიტიურ დამოკიდებულას სიცოცხლის მიმართ, აზრებსა და ემოციებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები