რა არის ჩებურაშკა? მსოფლიო ჩემპიონატის ვოლონტიორებმა ინგლისურ ენაზე სასაუბრო მიიღეს.
რა იცი ვის რაში გამოადგეს.
ვოლონტიორებს დაურიგდათ სპეციალური სასაუბრო ყველაზე აუცილებელი ფრაზებით.
თუმცა მასში სახალისო ფრაზებიც მოხვდა. მაგალითად, უცხოელებს უხსნიან თუ რა არის ჩებურაშკა.
ბუნებრივია არის ძალიან სერიოზული საკითხებიც: „ის ჩხუბში მოხვდა და უგონოდაა“; „სასწრაფო გამოიძახეთ, სწრაფად!“.
მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება და რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.