მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:32-დან 22:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია და დუნდება ყურადღება, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და არასასურველი ტრავმების მიზეზი. განსაკუთრებული ყურადღება მმართებთ ქვეითებსაც.
ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. ნუ ინერვიულებთ. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონთა რჩევებს. თავი შეიკავეთ ხუმრობებისგან, რადგან ბევრი არასწორად გაიგებს თქვენს იუმორს და განაწყენდება.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა პარტნიორთან ერთად სამოგზაუროდ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოა დღე ინტრიგების დაძლევისა და ახალი გამოცდილების მიღების კუთხით, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გაუფრთხილდით მხედველობას, ნერვულ სისტემას, ვენებსა და ფეხის კუნთების ზონას. კარგი დღეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობისთვის და დიეტის დაწყებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილითა და ბოსტნეულით.
დღის ფერები და მინერალები – პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონისფერ, ვერცხლისფერ, ყვითელ, წითელ, ვარდისფერ, ცისფერ ტონებს, ასევე, საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ზოდიაქოს ნიშნები – კარგი დღეა ტყუპების და მშვილდოსნებისთვის, შედარებით დაძაბულია დღე თევზებისა და ქალწულისთვის.