კომპანია HARRIS INTERACTIVE-მა კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რა დროს კარგავენ ფრანგები თავისუფალი საპარკინგო ადგილის ძებნაში. შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. კვლევითი კომპანიის მონაცემებით, ფრანგები კვირაში 30 წუთის განმავლობაში ავტომობილის დაპარკინგებას ცდილობენ. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ წელიწადში ეს დრო 26 საათს უტოლდება, რაც ერთ დღეზე მეტია.
გამოდის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველი ფრანგი ორ თვეს პარკინგის მცდელობაში ატარებს.