LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ემართება ელექტრომობილს, როცა მისი ელემენტი მთლიანად ჯდება (ვიდეო)

57

ბლოგერი დამჯდარი Tesla Model 3-ით ელექტრომანქანების დამტენ სადგურამდე უპრობლემოდ მივიდა. ამერიკელმა ბლოგერმა MilesPerHr გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თუ რა ემართება ელექტრომობილს მაშინ, როცა მისი ელემენტი მთლიანად ჯდება. როგორც კადრებში ჩანს, ელექტროქარი თავიდან 16 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. ცოტა ხნის გასვლის სემდეგ კი ავტომობილის კომპიუტერმა ნულოვანი სვლა დააფიქსირა. თუმცა, როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, ამის შემდეგ მისმა ტესლამ დამატებით კიდევ 3-5 კმ გაიარა. მიუხედავად იმის, რომ ელემენტი სრულ დამუხტვას საჭიროებდა, ელექტრომობილის სისტემა მაინც ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ დაჯახების საწინააღმდეგო სისტემა, რომელმაც ფუნქციონირება მალევე შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ Tesla Model 3-ის მაქსიმალური სიჩქარე 228 კმ/სთ-ს აღწევს, ოფიციალური მონაცემებით კი მხოლოდ 224 კმ/სთ ფიქსირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები