LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა Koenigsegg One 1-ის ავტოავარიის მიზეზი

53

“ავტორადიო”–ზე გამოქვეყნდა ნიურბურგრინგის სარეკორდო მსვლელობისას, ჰიპერქარის One: 1-ის კრახით დასრულებული რბოლა, როცა შვედურმა კომპანიამ, Koenigsegg-მა გადაწყვიტა Porsche-ს რეკორდი გაეუმჯობესებინა.

როგორც ჩანს, ავტოასპარეზობისას მომხდარი ავტოავარია, გარკვეული ფაქტებით იყო გამოწვეული.

ჰიპერქარის სარეკორდო ნიშნულის გაუმჯობესებისთვის, როგორც ჩანს, არასწორედ იქნა შერჩეული ავტომობილის სიჩქარე, რის შესახებაც კომპანიის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ:  One: 1-ის ABS სენსორის მომენტალურმა დაზიანებმა, 170 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილის წინა ბორბლები დაბლოკა.

ბლოკირების შედეგად მოხდა 170 კმ/სთ სიჩქარი მოძრავი ავტომობილის მომენტალური შეყოვნება, რამაც მისი ამობრუნება გამოიწვია.

კომპანია განმარტავს, რომ ABS სენსორის ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, მოდელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების.

მეტიც, მათი წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი მზად არიან, იგივე ავტომობილის შეკეთების შემდეგ, (და არა სხვა ეგზემპლარით) კვლავ სცადონ ნიურბერგრინგის სარეკორდო მსვლელობის განმეორება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები