ცნობილი გახდა შაბათს დაგეგმილი რეალი-ბარსელონას მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება. ინტერნეტში საშუალო ფასი 659 ევროა, მაქსიმალური კი – 2697.
გასულ სეზონზე ელ კლასიკოს წინ ეს მაჩვენებლები 600-2951 ევროს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ინტერესი თამაშის მიმართ ბრიტანელ და ფრანგ, ასევე სამხრეთ კორეელ და ამერიკელ გულშემატკივრებში შეიმჩნევა.