LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იქნება მომავლის მთავარი გამოწვევა

45
health-800x450

ევროპელების აზრით, მომავლის მთავარი გამოწვევა ჯანდაცვა უნდა გახდეს.
სტატისტიკურმა სააგენტო „ევრობარომეტრმა“ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და დაადგინა, რომ ევროპელთა 36% უმთავრეს სოციალურ გამოწვევად ჯანდაცვას მიიჩნევს და ევროპულმა ქვეყნებმა მას ბევრად მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, ვიდრე განათლებას, შრომის ანაზღაურებას თუ გენდერულ თანასწორობას.

მნიშვნელობის მხრივ მეორე ადგილს მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა იკავებს და მას ხმა ევროპელთა 26%-მა მისცა.

მესამე პოზიცია კი ერთდროულად სამმა თემამ გაინაწილა – ხელმისაწვდომი განათლება, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და ღირსეული პენსია.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 30 ათასამდე ევროპელი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები