LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდა „ტიტანიკის“ ჩაძირვის ღამეს სინამდვილეში?

111
u6SgVehVvrRLg6H8RC5Eqc-650-80.pn

თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით მეცნიერებმა „ტიტანიკის“ უკანასკნელი საათების რეკონსტრუქცია შეძლეს. National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში დეტალურადაა ნაჩვენები, თუ როგორ მოხდა 113 წლის წინ ყველაზე ცნობილი ტრაგედია.

დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის დროს უახლესი წყალქვეშა სკანერები და ასი ათასობით ციფრული ფოტო გამოიყენეს. ფილმში „ტიტანიკის“ ზუსტი ციფრული ასლია აღბეჭდილი.
„ტიტანიკის“ ტრაგედიიდან 113 წელი გავიდა. გემი აისბერს 1912 წლის 14 აპრილს შეეჯახა და 15 აპრილის დილას ჩაიძირა.

კატასტროფის დროს მასზე 2240 მგზავრი იმყოფებოდა და მათგან 1500 ადამიანი დაიღუპა. „ტიტანიკის“ ფრაგმენტები დღემდე ატლანტის ოკეანის ფსეკრზე, 3800 მეტრის სიღრმეში ინახება.

დოკუმენტურ ფილმში განსაკუთრებული ადგილი ეთმობათ ინჟინრებს, რომლებმაც სხვების გადასარჩენად ფაქტობრივად სიცოცხლე გაწირეს. ისინი მუშაობდნენ მაშინაც კი როცა გემი იძირებოდა, რათა ელექტროენერგია მაქსიმალურად დიდ ხანს შეენარჩუნებინათ და მაშველებისთვის დასახმარებლად სიგნალი გადაეცათ.

ყველა სხვა საინტერესო ფაქტს, მაყურებელი უკვე ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები