LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოხდება თუკი ყოველდღიურად რამდენიმე ლიტრა წყალს მიირთმევთ – 3 ცვლილება, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის

58
წყალი

ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის უახლესი კვლევის მიხედვით, მამაკაცებმა დღეში – 15,5 ფინჯანი წყალი, ხოლო ქალბატონებმა – 11,5 ფინჯანი უნდა მიირთვან. გარდა ამისა, წყლის აუცილებელი რაოდენობა დამოკიდებულია ასევე იმაზეც, თუ რამდენად აქტიურია ადამიანი, რა წონა აქვს და ა.შ.

სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი რომლის ფარგლებშიც ცდისპირი დღეში რამდენიმე ლიტრა წყალს დალევდა და დააკვირდებოდნენ თუ რა ცვლილებები მოხდებოდა მის სხეულში.

  1. ნაკლები შებერილობა

წყალი საჭმლის მომნელებელ სისტემას ძალიან ეხმარება და მისი დამსახურებით ცდისპირს შებერილობა ნაკლებად აწუხებდა.

  1. თავის ტკივილი? – ნაკლებად

თუკი დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყალს არ მიირთმევთ, გაუწყლოების პრობლემას გადააწყდებით. გაუწყლოების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი კი თავის ტკივილია.

  1. მეტი და მეტი წყალი

იცოდით, რომ რაც უფრო მეტ სითხეს იღებთ, ორგანიზმის მოთხოვნილებაც უფრო იზრდება. სხეული თავიდან გარკვეულ შოკშია, რადგან წყლის დიდ რაოდენობას მიჩვეული არ არის, თუმცა შემდეგ ჩვევა ყალიბდება და წყურვილის გრძნობაც უფრო ხშირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები