LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეიძლება გამოიწვიოს ლუდის ზომიერმა მოხმარებამ

51
food-01-080618

პორტუგალიელი მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ლუდის ზომიერმა მოხმარებამ შესაძლოა ნაწლავური ბაქტერიების მრავალფეროვნება გაზარდოს. მეცნიერებმა ჩაატარეს 1-თვიანი ექსპერიმენტი, რომლის დროს 22 ჯანმრთელი მამაკაცი ყოველდღიურად 0.33 ლიტრ ჩვეულებრივ, ან უალკოჰოლო ლუდს სვამდა. კვლევის დროს მეცნიერები მუდმივად ატარებდნენ სისხლისა და კალის ანალიზს, რათა მათ ნაწლავში ბაქტერიული მრავალფეროვნების მდგომარეობა დაედგინათ.

შედეგებმა აჩვენა, რომ მის მონაწილეებს ნაწლავში უფრო მეტი მიკრობული მრავალფეროვნება აღმოაჩნდათ, ვიდრე კვლევის დაწყებამდე.
ამავე დროს, მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ არა მხოლოდ ნაწლავების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა როგორც ლუდის, ასევე სხვა ალკოჰოლისგან თავის საერთოდ შეკავება, მიუხედავად ახალი კვლევის შედეგებისა.

მეცნიერების თქმით, არსებობს ადამიანისთვის ღვიძლის და გულის დააადებების გაჩენის რისკი. ისინი ხაზს უსვამენ, რომ პოტენციური სარგებელი, რომელიც ლუდმა შეიძლება ნაწლავებს მოუტანოს, არ არის დამოკიდებული ლუდის სახეობაზე, თუმცა ისინი მაინც რეკომენდაციას იძლევიან, უალკოჰოლო ლუდი მიიღოთ.

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ცალსახა დასკვნების გაკეთება ახალი კვლევიდან რთულია მონაწილეთა მცირე რაოდენობისა და იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ცოტა რამ არის ცნობილი ნაწლავის მიკრობულ პოპულაციებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები