თანამედროვე საზოგადოებაში ინფანტილიზმი ნამდვილ ავადმყოფობად იქცა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ახალგაზრდებს 30 წლამდე საერთოდ არ უნდათ სერიოზული, ზრდასრული ცხოვრების დაწყება, არადა სინამდვილეში, ისინი ძალიან მნიშვნელოვან წლებს კარგავენ.
საკუთარი თავის წარდგენის უნარი
საზოგადოებაში ან ნებისმიერ კომპანიაში საკუთარი თავის კარგად წარდგენა, ფაქტობრივად ნებისმიერი საქმიანობის წარმატების საწინდარია. არადა, ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ საკუთარი თავის ”გაყიდვითაა” დაინტერესებული. დროა ისწავლოთ თავის დაფასება და აუცილებლობის შემთხვევაში ღირსების დაცვა.
პროგრამირება
კოდინგი – უპირველესია, რის შესწავლაზეც ახალგაზრდობაში დრო უნდა დახარჯოთ, რადგან პროგრამისტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გარდა ამისა, კოდის ელემენტარული ცოდნა უკვე სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც აუცილებელია.
ისწავლეთ რაიმე
ჰობი ნებისმიერ ადამიანს აქვს, თუმცა მოინდომეთ და მაქსიმალურად დახვეწეთ უნარები ნებისმიერ, თქვენთვის სასურველ სფეროში, რადგან ქარგვის ცოდნასაც შეუძლია გარკვეული წარმატების და შემოსავლის მოტანა.
კომფორტის ზონა
თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ შეიძინოთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება – იცოდეთ როგორ შეიცვალოთ საცხოვრებელი ან სამსახური. ნუ დაემსგავსებით ლოკოკინას და ნუ დაიმალებით საკუთარ ნიჟარაში, რადგან დივანზე უსაქმოდ წამოწოლას სიბერეშიც მოასწრებთ.
მედიტაცია
თანამედროვე საზოგადოებაში თავისი მოზღვავებული ინფორმაციით, მედიტაცია ერთგვარ თერაპიად, უფრო სწორედ კი, თავისებურ მედიკამენტად იქცა, რადგან ზედმეტი ინფორმაციისგან გონების ”გაწმენდით” თქვენ შემოქმედებითი მუშაობისთვის სივრცეს ათავისუფლებთ. გარდა ამისა, მედიტაციის შემდეგ, საგრძნობლად მცირდება სტრესი, ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევას კი ალბათ ნებისმიერი ადამიანი ნატრობს.
ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ თავში
დაანებეთ თავი დროის ფუჭად ხარჯვას და დამოუკიდებლად მიიღეთ განათლება, მოძებნეთ ხერხები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, წაიკითხეთ წიგნები და შეიძინეთ ახალი ინფორმაცია ანუ ეცადეთ მაქსიმალურად მოემზადოთ პოტენციური დამქირავლებისთვის, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში კონკურენცია სულ უფრო იზრდება.
მოგზაურობა
Homo Sapiens ერთ კონტინენტზე გაჩნდა და მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ შეძლო მან პლანეტის დაპყრობა. ცნობისმოყვარეობასთან ერთად ნებისმიერი ახალგაზრდა ცოტა ავანტიურისტიც უნდა იყოს და ერთ ადგილზე ჯდომა უბრალოდ უაზრობაა. გაემგზავრეთ სამოგზაუროდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები, რადგან გამოცდილება ყოველთვის კაპიტალის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა.