დიეტოლოგებმა სიცხეში მისართმევად საუკეთესო კერძი დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტიანი ამ დროს წვნიანია. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმში სითხის გამოყოფა იზრდება, რა დროსაც არა მხოლოდ წყალი, არამედ აზოტის შემცველი ნივთიერება, მინერალური მარილები, მიკროელემენტები და ვიტამინებიც იკარგება. დანაკარგის აღსადგენად კი საუკეთესო საშუალება ბოსტნეულის წვნიანია.
სიცხის დროს რაციონისთვის ყურადღების მიქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორგანიზმმა სრულყოფილად უნდა მიიღოს ცილები, ვიტამინები, მინერალები და შედარებით ნაკლები ცხიმები.
რაც შეეხება წვნიანს, ის შესაძლოა იყოს თბილი ან ცხელი. ცხელი საკვები სიცხეში გამაგრილებელი ეფექტის მქონეა.
რაც შეეხება ცივ საკვებს, მისი გადამუშავება ორგანიზმში ტემპერატურის მომატებას საჭიროებს, რაც სიცხის შეგრძნებას კიდევ უფრო ზრდის.