ხმები, Calvin Klein-ის კრეატიულ დირექტორად რაფ სიმონსის დანიშვნაზე, აპრილის თვეში გავრცელდა, აგვისტოს დასაწყისში კი, მოდის სახლმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია.
რაფ სიმონსის დანიშვნაზე თავად კელვინ კლაინი აკეთებდა მინიშნებას, რომელიც ამბობდა, რომ ფრანცისკო კოსტეს შემცვლელი უკვე ნაპოვნია, თუმცა, ის კონტრაქტის პირობებითაა შეზღუდული. დღეს Dior-ს მარია გრაცია კიური ხელმძღვანელობს, სიმონსს კი, არანაირი ვალდებულაბა აღარ აქვს ფრანგული ბრენდის წინაშე.
კრეატიული დირექტორის პოსტზე სიმონსი Calvin Klein-ის ყველა მიმართულებას, მათ შორის ჯინსისა და თეთრეულის ხაზს ჩაიბარებს, დებიუტი კი, 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციით შედგება.
Dior-იდან წასვლის შესახებ რაფ სიმონსმა ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, სამწლიანი თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზად კი, საკუთარ ბრენდზე მუშაობა დაასახელა, თუმცა არასდროს გამორიცხავდა სხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობას.