LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად გაიზარდა ისლანდიის პოპულარობა

28

ისლანდიის ნაკრების მაისურების გაყიდვა 19-ჯერ გაიზარდა.
ეს კიდევ არ არის ზღვარი.

გუნდის არნახულმა წარმატებამ ევროპის ჩემპიონატზე პოპულარულობის ზრდა გამოიწვია. სკანდინავიაში სპორტული ეკიპირების ყველაზე მსხვილი მიმწოდებლის Unisport მონაცემებით, ისლანდიის ნაკრების მაისურების გაყიდვა 1800 პროცენტით გაიზარდა. ფორმა კომპანიის საიტზე ექვს ყველაზე გაყიდვად საქონელს შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, მერვედფინალში ისლანდიამ ინგლისს 2:1 მოუგო და ახლა მეოთხედფინალი ელის მასპინძელ საფრანგეთთან.
ჯგუფურ ეტაპზე კი ისლანდიამ ფრედ ითამაშა პორტუგალიასთან და უნგრეთთან (ორივე 1:1), ხოლო ავსტრიას 2:1 მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები