LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად განტვირთავს ცალმხრივმოძრაობიანი პეკინის ქუჩა საცობებს

52

ახალი სანიაღვრე სისტემები, მოტკეპნილი და გასწორებული გზები, განახლებული ზებრა გადასასვლელები, დამატებული შუქნიშნები – ასე გამოიყურება თითქმის დასრულებული პეკინის ქუჩა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარკვეული ცვლილებებიც მოჰყვა – პეკინი-მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე არსებულ კუნძულზე დამატებულია ავტობუსის გაჩერება და შუქნიშანი. ასევე, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი კეთდება. ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი. თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახური კი იქ შესაბამის ნიშნებს განათავსებს.

„თბილისში პირველად კეთდება ასეთი ევროპული, თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით საველოსიპედო ბილიკი. ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ, როგორც ველოსიპედით, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილი და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა. უახლოეს დღეებში დაიხაზება, როგორც ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, ასევე, სამანქანო ნაწილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის, განცადებით, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები