გერმანიაში ყველაზე სწრაფი Porsche 911 დააფიქსირეს. ჟურნალმა „Sport Auto”-მ სუპერქარის GT3 RS-ის ტესტ-დრაივის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა. Manthey Racing-ის სალონში აწყობილმა ავტომობილმა ნიურბერგის სარბოლო ტრასის მოვლას მხოლოდ 7 წუთი და 9,59 წამი მოანდომა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე სწრაფი 911-ია და ამასთან, მან Mercedes-AMG GT R-ის მაჩვენებელიც გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ მერსედესს ერთი სრული წრის გასაკეთებლად 7 წუთი და 10,92 წამი დასჭირდა. რაც შეეხება ყველაზე სწრაფ სუპერქარს, მას სპეციალისტებმა სტანდარტული ძრავი დაუტოვეს, თუმცა დანარჩენი დეტალები მაქსიმალურად გაუმჯობესდა.
აღსანიშნავია, რომ „Porsche”-ს წარმომადგენლები მომავალში ახალი თაობის სუპერქარსაც წარმოადგენენ და იმედოვნებენ, რომ ის ნიურბერგის ტრასის მოვლას 7 წუთზე ნაკლებ დროს მოანდომებს.