LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამზან კადიროვმა ავტომობილის სახელისთვის Instagram–კონკურსი გამოაცხადა

23

რამზან კადიროვმა მსუბუქი ყველგანმავლისთვის სახელწოდების მოფიქრება ითხოვა. ჩეჩნური ავტომობილის სერიული წარმოება 2017 წლის თებერვალში ”ჩეჩენავტოს” ქარხანაში ჩაეშვება. ჩეჩნეთის მეთაურმა Instagram-ის ხელმომწერებს შორის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც თვის ბოლომდე გასტანს.

სახელწოდებები ბაგის რამდენიმე ვერსიისთვის მიიღება, საუბარია ტაქტიკურ სამადგილიანზე, სპორტულ მოდელსა და ექვსადგილიან ავტომობილზე. ”სტანდარტული” მოდიფიკაცია პირადი შემადგენლობებისა და ტვირთების გადატანისთვის არის განკუთვნილი, ამასთან ყველგანამავლი სხვადასხვა საომარი და სამოქალაქო საჭიროებებისდა მიხედვით მოახდენს ადაპტირებას.

კადიროვი აღნიშნავს, რომ სახელწოდებებმა ყველგანმავლების მახასიათებლები და რუსული წარმომავლობა უნდა ასახონ. ჩეჩნების მეთაურმა პირობა დადო, რომ გამარჯვებულს პირადად დაასახელებს. ასევე გამარჯვებული მიიღებს შესაძლებლობას პირველმა გამოსცადოს სამადგილიანი ბაგი და გაიაროს ექსტრემალური ავტომომზადების კურსები სპეციალური დანიშნულების ცენტრის ინსტრუქტორებისგან.

https://www.instagram.com/p/BQA0-E2A5F5/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები