ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მადრიდის “რეალში” დაბრუნდება. ამის შესახებ GOL იუწყება. წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაარწმუნა ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუყოვნებლივ, უკვე ამ ზამთარს დაბრუნდეს.
რონალდო “იუვეში” მადრიდიდან 2018 წლის ზაფხულში გადაბარგდა.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანომ 14 მატჩი ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მისცა.
როდესაც მესის მეექვსე “ოქროს ბურთს” აძლევდნენ, სწორედ მაშინ რონალდო სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადეს.