LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არღვევს უკონტაქტო პატრულირება ადამიანის უფლებებს?

50

ფარული პატრულირების შესახებ ინიციატივა პოლიციის პოლიციის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს წარმოშობს, ამის შესახებ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა, თამუნა ტატუნაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტს, რომლის ერთერთი ნაწილი უკონტაქტო პატრულირების შემოღებას გულისხმობს. ტატუნაშვილის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არღვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს.

”შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში არ არის გაწერილი, რა პერიოდით უნდა ჩიართოს კამერა, როგორ უნდა დამუშავდეს მიღებული ინფორმაცია. ფარული პატრულირება თავისუფლად შეიძლება იქცეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად. ასევე არ ვიცით რა სახით მოხდება ამ ინფორმაციის დამუშავება. საინტერესოა, მხოლოდ დარღვევა იქნება დაფიქსირებული ჩანაწერში თუ ჩვენი ცხოვრების ისეთი დეტალები, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა. გამოდის, რომ პოლიციას ჩვენი სოციალური ჩვევების შესახებაც ექნება ინფორმაცია, რაც ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას” – განაცხადა თამუნა ტატუნაშვილმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფარული ვდიეოთვალთვალის შემთხვევაში, კონკრეტულ ტერიტორიაზე სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული, თუმცა ახალი კანონპროექტით, ეს პრინციპი იცვლება და პოლიციას ენიჭება ფოტო ან ვიდეოტექნიკის ფარული გამოყენების უფლება. თამუნა ტატუნაშვილი მიიჩნევს, რომ ფარული პატრულირების ამოქმედების შემთხვევაში, თვალსაჩინო ადგილას აუცილებლად უნდა განთავსდეს სპეციალური ნიშანი, რათა მოქალაქემ იცოდეს, რომ მასზე ხორციელდება ფარული დაკვირვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები