LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გამოუწერეს ამერიკელ მძღოლს 10 000 დოლარიანი ჯარიმა

38

ამერიკელმა მძღოლმა ახალ დაგებულ გზაზე გავლისთვის 10 ათასი დოლარი გადაიხადა.

გამოცემა „KETV“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ნებრასკას შტატში მოხდა. 19 წლის მამაკაცმა იმისათვის, რომ საცობისთვის გვერდი აევლო, საგზაო ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია და ჯერ კიდევ ცხელ ბეტონზე გაიარა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ცემენტი ინციდენტამდე ნახევარი საათით ადრე იყო დასხმული რის გამოც Honda Civic გავლის თანავე მომენტალურად გაიჭედა. გზის დაზიანება 10 ათას დოლარად შეაფასეს და ზარალის ანაზღაურება ბუნებრივია, კანონდამრღვევ ახალგაზრდას დააკისრეს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის ცემენტიდან ამოყვანას 2 საათზე მეტი დრო დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები