LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ წააგო იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი

25

ჩემპიონთა ლიგის ფინალი საკმაო ხნის დასრულებულია, მაგრამ ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. საქმეს იტალიელი ჟურნალისტები მიუბრუნდნენ და მეორე ტაიმში „იუვენტუსის“ ცუდი თამაშის და საბოლოო წაგების მიზეზი გამოჩხრიკეს.

თუ იტალიელ ჟურნალისტებს დაეჯერებათ, შესვენებაზე ფეხბურთელებმა გასახდელში იჩხუბეს. უფრო ზუსტად, ლეონარდო ბონუჩი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ანდრეა ბარძალის გაყვანას და მის ნაცვლად ხუან კუადრადოს შეყვანას თხოვდა. გარდა ამისა, ბონუჩის შელაპარაკება მოუვიდა პაულო დიბალასთანაც, რომელსაც ინერტული თამაშის გამო გაუწყრა.

ამ ამბავს ფეხბურთელიც გამოეხმაურა და რა თქმა უნდა ყველაფერი უარყო:
„არაფერი მომხდარა, არ ყოფილა არანაირი შეურაცხყოფა. ჟურნალისტებმა ბევრი სისულელე დაწერეს, თუმცა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები საქმეში ჩემი ადვოკატი ჩავრთო! ვიმეორებ, ყველაფერი ტყუილია“, – დაწერა ბონუჩიმ სოცქსელებში.

მაინც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალმა“ „იუვენტუსი“ 4:1 დაამარცხა, პირველი ტაიმის შემდეგ კი ანგარიში 1:1 იყო და იტალიური გუნდი უკეთაც გამოიყურებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები