LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიგვანიშნებს ადამიანის ხმის ტემბრი

382

ადამიანის ხმას, უფრო ზუსტად კი, მის მახასიათებლებს – ტემბრს, სიმაღლეს და სიძლიერეს, ძალიან ბევრის თქმა შეუძლია მის მფლობელზე.

ხმა ხშირად გასცემს მატყუარას. თუ შემთხვევით მგრძნობიარე თემას შეეხეთ და მოსაუბრეს ხმა შეეცვლება – აუკანკალდა და ან ჩურჩულზე გადავა, დარწმუნებული იყავით, რომ ის შეშინებულია და მისი შემდგომი ყველა ფრაზა სიცრუე იქნება.

მოსაუბრეს გამოცოცხლებული ხმა იმის მანიშნებელია, რომ თქვენმა სიტყვემა მასში სიხარული გამოიწვია. თუმცა, ასეთი მხიარული ტონი შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ის საერთოდ არ ენდობა თქვენს ნათქვამს.

თუ მოსაუბრე ნაწყენი ან იმედგაცრუებულია, ის ხმადაბლა და ხალისდაკარგული საუბრობს. ადამიანის დაღლილობაზე კი, მისი მოგუდული ხმა მიუთითებს, რომელიც ყოველი ფრაზის ბოლოს ერთი ტონით დაბლა იწევს.

ხშირად ჩვენ ჩუმად ვლაპარაკობთ ინტიმურ თემებზეც. ამიტომ, თუ ადამიანი დაბალ ხმაზე გესაუბრებათ, მაშინ ის ან გენდობათ ან ძალიან მოსწონხართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები