LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი ევროპაში ყველაზე ბევრს იტანს

70

ტოპ-5 ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერი მადრიდის ”რეალია”.

მადრიდელებმა პრიმერაში 52 გოლი გაიტანეს და უსწრებენ პსჟ-ს (48), დორტმუნდის ”ბორუსიას” (47), ”ბაიერნს” (46) და ”ბარსელონას” (44).

აღსანიშნავია, რომ სერიას ა-ს და პრემიერლიგის არცერთ გუნდს ჯერ 40 გოლამდეც არ მიუღწევია. იტალიურ გუნდებს შორის ”ნაპოლის” აქტივში 38 გოლია, ”ფიორენტინამ” 37 გაიტანა, ”რომამ” – 36.
ინგლისში საუკეთესო მაჩვენებელი ”სიტის” აქვს (37 გოლი), ”ლესტერისა” და ”ევერტონის” ანგარიშზე 35-35 გოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები